საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს და აერთიანებს წევრებს ქვეყნის მასშტაბით. ასოციაცია თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ დარგობრივ კომპანიებთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის GCEA და IFMBE.
ასოციაცია წარმოადგენს პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს. მისი მთავარი მიზანია პროფესიული სტანდარტების განვითარება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესება. აქტივობების ფარგლებში ასოციაცია ორგანიზებს სემინარებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ინჟინრების პროფესიულ განვითარებას, ახალგაზრდა სპეციალისტების განათლებას და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას საქართველოში.
3.1. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის სფეროში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, მიღებული განათლება ან აკადემიური სწავლების გამოცდილება. ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი წერილობით ადასტურებს პრაქტიკული გამოცდილების, განათლების, ან აკადემიური სწავლების გამოცდილების არსებობას.
7.1. ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება და გამგეობა.
7.2. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში.
12.1. წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ორგანიზაციას მართავს გამგეობა. გამგეობა ხელმძღვანელობს ასოციაციას, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ასოციაციის საქმიანობის ნებისმიერ მიმართულებას და უზრუნველყოფს საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
12.3. გამგეობის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის ნებისმიერ წევრს.
12.5. ასოციაციის გამგეობის წევრთა არანაკლებ 1/3 ექვემდებარება ყოველწლიურ როტაციას საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ასოციაციის დაფუძნების ეტაპზე გამგეობის წევრების არჩევისას გამგეობის 4 წევრი აირჩევა 3 წლის ვადით, 4 – 2 წლის ვადით, და დანარჩენი – 1 წლის ვადით. არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის წევრობის უფლებამოსილების ხანგრძლივობა.
14.1. გამგეობა იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც.
14.6. ასოციაციის გამგეობა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების ფორმით, რომელიც ძალაში შედის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.
უფლებამოსილების ვადა, წელი | წევრების რაოდენობა | 2024 | 2025 | 2026 | 2027 | 2028 | 2029 | 2030 |
3 | 4 | 4 | 0 | 0 | 4 | 0 | 0 | 4 |
2 | 4 | 4 | 0 | 4 | 0 | 4 | 0 | 4 |
1 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 | 5 |
12.7.. ასოციაციის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეთიკის კომიტეტის შექმნა სავალდებულოა. კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის ერთ წევრს შეუძლია იყოს არაუმეტეს 2 კომიტეტის წევრი. კომიტეტის საქმიანობის შედეგები პერიოდულად წარედგინება გამგეობას და ისინი ფორმდება გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს კომიტეტის საქმიანობას.
ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე
15.2. გამგეობა, საკუთარი წევრებიდან, სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ფარული კინჭისყრით ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს 3 წლის ვადით. ამ პოზიციაზე დაშვებულია ზედიზედ მხოლოდ 2 ვადით არჩევა.
15.3. გამგეობის თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს, გამგეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ასოციაციის სახელით ავრცელებს საჯარო განცხადებებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს გამგეობის საქმიანობას, ზედამხედველობს გამგეობის გადაწვეტილებების აღსრულებას.
დოკუმენტაციის წარმოება, ინფორმაციის გავრცელება, მივლინებების ორგანიზება
16.2. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას, კომიტეტებს, ვებ პლათფორმას, ხელს უწყობს ასოციაციის ორგანოების კოორდინირებულ და ეფექტურ თანამშრომლობას.
16.3. აღმასრულებელი დირექტორის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე მისი შრომის ანაზღაურების წესს ადგენს გამგეობა.
16.4. აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს გამგეობა.
16.5. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობა გადაწყვეტილებით.
უზრუნველყოფს ასოციაციის ფინანსური საქმიანობის აღრიცხვას, შემოსავლების და გასავლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
უზრუნველყოფს ასოციაციის იურიდიული საქმიანობის გამართულობას