ჩვენს შესახებ

საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციის შესახებ

საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს და აერთიანებს  წევრებს ქვეყნის მასშტაბით. ასოციაცია თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ დარგობრივ კომპანიებთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის GCEA და IFMBE.

ასოციაცია წარმოადგენს პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს. მისი მთავარი მიზანია პროფესიული სტანდარტების განვითარება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესება. აქტივობების ფარგლებში ასოციაცია ორგანიზებს სემინარებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ინჟინრების პროფესიულ განვითარებას, ახალგაზრდა სპეციალისტების განათლებას და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას საქართველოში.

აქტიური წევრი
0

ასოციაციის მიზნები და ამოცანები

ასოციაციის წევრები

3.1. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის სფეროში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, მიღებული განათლება ან აკადემიური სწავლების გამოცდილება. ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი წერილობით ადასტურებს პრაქტიკული გამოცდილების, განათლების, ან აკადემიური სწავლების გამოცდილების არსებობას.

ასოციაციის საერთო კრება

 7.1. ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება და გამგეობა.

7.2. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში.

გამგეობის წევრები

12.1. წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ორგანიზაციას მართავს გამგეობა. გამგეობა ხელმძღვანელობს ასოციაციას, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ასოციაციის საქმიანობის ნებისმიერ მიმართულებას და უზრუნველყოფს საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.

12.3. გამგეობის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის ნებისმიერ წევრს. 

12.5. ასოციაციის გამგეობის წევრთა არანაკლებ 1/3 ექვემდებარება ყოველწლიურ როტაციას საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ასოციაციის დაფუძნების ეტაპზე გამგეობის წევრების არჩევისას გამგეობის 4 წევრი აირჩევა 3 წლის ვადით, 4 – 2 წლის ვადით, და დანარჩენი – 1 წლის ვადით. არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის წევრობის უფლებამოსილების ხანგრძლივობა. 

გამგეობის კრება

14.1. გამგეობა იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. 

14.6. ასოციაციის გამგეობა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების ფორმით, რომელიც ძალაში შედის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.

გამგეობის წევრების არჩევა

 

უფლებამოსილების 

ვადა, წელი

წევრების 

რაოდენობა

2024
არჩევნები

2025
არჩევნები

2026
არჩევნები

2027
არჩევნები

2028
არჩევნები

2029
არჩევნები

2030
არჩევნები

3

4

4

0

0

4

0

0

4

2

4

4

0

4

0

4

0

4

1

5

5

5

5

5

5

5

5

ეთიკის კომიტეტი

12.7.. ასოციაციის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეთიკის კომიტეტის შექმნა სავალდებულოა. კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის ერთ წევრს შეუძლია იყოს არაუმეტეს 2 კომიტეტის წევრი. კომიტეტის საქმიანობის შედეგები პერიოდულად წარედგინება გამგეობას და ისინი ფორმდება გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს კომიტეტის საქმიანობას.

ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელია ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

15.2. გამგეობა, საკუთარი წევრებიდან, სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ფარული კინჭისყრით ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს 3 წლის ვადით. ამ პოზიციაზე დაშვებულია ზედიზედ მხოლოდ 2 ვადით არჩევა.

15.3. გამგეობის თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს, გამგეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ასოციაციის სახელით ავრცელებს საჯარო განცხადებებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს გამგეობის საქმიანობას, ზედამხედველობს გამგეობის გადაწვეტილებების აღსრულებას.

სამდივნო

დოკუმენტაციის წარმოება, ინფორმაციის გავრცელება, მივლინებების ორგანიზება

ასოციაციის დირექტორი

16.2. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას, კომიტეტებს, ვებ პლათფორმას, ხელს უწყობს ასოციაციის ორგანოების კოორდინირებულ და ეფექტურ თანამშრომლობას.

16.3. აღმასრულებელი დირექტორის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე მისი შრომის ანაზღაურების წესს ადგენს გამგეობა.

16.4. აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს გამგეობა.

16.5. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობა გადაწყვეტილებით. 

ფინანსური განყოფილება

უზრუნველყოფს ასოციაციის ფინანსური საქმიანობის აღრიცხვას, შემოსავლების და გასავლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

იურიდიული განყოფილება

უზრუნველყოფს ასოციაციის იურიდიული საქმიანობის გამართულობას

პარტნიორები

1

საქართველოს
ტექნიკური
უნივერსიტეტი

2

ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

4

გლობალური კლინიკური ინჟინერიის ალიანსი

GCEA Global Clinical Engineering Alliance

5

სამედიცინო და ბიოსამედიცინო ინჟინერიის საერთაშორისო ფედერაცია
IFMBE International Federation for Medical and Biological Engineering